"ის ცდილობდა ერთ-ერთი ახალგაზრდის დახმარებას, ამ დროს დაესივნენ სპეცრაზმელები, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს" | ბეჟაშვილი ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ის ცდილობდა ერთ-ერთი ახალგაზრდის დახმარებას, ამ დროს დაესივნენ სპეცრაზმელები, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი საუბრობს. ის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სადაც სპეცრაზმის მიერ ნაცემი ლევან ხაბეიშვილია გადაყვანილი.

არიან თვითმხილველები, როგორ მოხდა ლევან ხაბეიშვილის გატაცება, როდესაც ის ცდილობდა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც დაზიანებული იყო სპეცრაზმელების მოქმედებით, მას მიხმარებოდა. ამ დროს დაესივნენ მას სპეცრაზმელები, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. და ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მუქარას, რომელიც სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ხარებას და ასე ვთქვათ, მის დაჯგუფებას უკავშირდება. ეს არის დაჯგუფება ივანიშვილის პირადი დაჯგუფება, არანაირი სპეცრაზმელები, არანაირი პოლიციელები ისინი არ არიან. ისინი არიან სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც ასე სცემენ ახალგაზრდებს ქუჩაში, ინდივიდუალურად დასდევენ...

ხაბეიშვილს ჯგუფურად აგინებდნენ წინა აქციების დროს და ახლა სამაგალითოდ გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ნორმალურ ქვეყანაში, აქ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აქ უნდა იყოს სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, დეპუტატის დაკავებაზე... ვინმეს წარმოუდგენია, რომ რომელიმე სპეცრაზმელმა ვერ იცნო? საგანგებოდ და კიდევ სხვა ფაქტებიც დადასტურდება და გამოქვეყნდება, საგანგებოდ, სამაგალითოდ დასაჯეს. მოხდება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და ხარებას მიმართ და მისი დაჯგუფების მიმართ უნდა დაიწყოს დღესვე... აქ ვერ ვხედავთ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ ამას და გამოძიებას უნდა იწყებდნენ დაუყოვნებლივ, - ამბობს ბეჟაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი