"ამას ჰქვია მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა? რუსეთს აბარებთ ამ ქვეყანას" | "ოცნების" დეპუტატს ნაცვლიშვილმა ნაცემი ხაბეიშვილის ფოტო აჩვენა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე ამტკიცებს, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა. ეს კომენტარი მან ცოტა ხნის წინ გააკეთა პარლამენტში, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ აქციაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. არაერთ კადრში ჩანს როგორ ძალადობენ სპეცრაზმელები მოქალაქეებზე.

"მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის განხილვა, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განხილვები წარიმართოს მშვიდობიან რეჟიმში, რაც შეეხება აქციებს და გამოხატვის თავისუფლებას, ამ ქვეყანაში ყველას გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა.

ამ კომენტარის გაკეთების დროს მასთან "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი მივიდა და ნაცები კოლეგის, ლევან ხაბეიშვილის ფოტო აჩვენა - "ნაცემი ადამიანი შესაბამისი ღონისძიებაა?" - ჰკითხა დეპუტატს ანა ნაცვლიშვილმა. 

"ახლა როგორც იქცევით არ არის სწორი, მე დავასრულებ ჩემ აზრს შემდეგ თქვენ ჩაეწერეთ. [ეს შესაბამისი ღონისძიებაა?] არ შეგიშლით ხელს. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, არ დავუშვებთ რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმეზე იძალადონ, არ დავუშვებთ იმას, რომ პროვოკაციები მოაწყონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, ახლა როგორც თქვენ იქცევით, არის სამარცხვინო", - თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი