"რა არ არის საინტერესო ჩემთვის? არ ვიყავი, არ მინახავს, არ ვიყავი...დროებით" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, ჟურნალისტების დასმულ კითხვებს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლას ეხებოდა.
ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. დააკავეს 63 ადამიანი.
შსს ამტკიცებს, რომ აქციამ ძალადორბივი ხასიათი მიიღო. შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დაშავდა 6 პოლიციელი.