კალაძე აქციაზე: შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

გამოქვეყნდა:

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ჩვენ ვიხილეთ, იყო ბევრი ადამიანი, ვინც ვთქვათ რაღაცას აპროტესტებდა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ფრომით, ეს მისაღებია და არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი შეზღუდოს. ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება".

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ გუშინდელი აქციის დაშლაზე, რა დროსაც პოლიციამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი