საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა გრძელდება. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი წარადგენს. მანამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ "ოცნების" დეპუტატებმა მათი მისამართით ისროლეს ბოთლები და წიგნები.
სალომე სამადაშვილმა და არმაზ ახვლედიანმა, ასევე ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ნაცემია, კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოწოდება კანონის გაწვევის შესახებ.
პაპუაშვილმა სამადაშვილსა და ოქრიაშვილს მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ იგივე გააკეთა გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, რადგან, მისი თქმით, დეპუტატები კითხვას არ სვამენ.
"საცირკო წარმოდგენას არ დაგადგმევინებთ.... პოზიციები, მოსაზრებები, პოლიტიკური მათ შორის, შეგიძლიათ დააფიქსიროთ როცა იქნება გამოსვლა თქვენი, ახლა მუხლობრივად განვიხილავთ და უნდა დასვათ კითხვები, მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ", - თქვა პაპუაშვილმა.