პაპუაშვილმა სხდომიდან სამადაშვილი და ჩარკვიანი გააძევა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციის დეპუტატების გაძევება დაიწყო. მანამდე ის მიკროფონს უთიშავდა იმ დეპუტატებს, რომლებიც მისთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებდნენ და კანონის გაწვევას ითხოვდნენ, ასევე, აქციის დაშლას აპროტესტებდნენ.

სხდომაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან.

"იმიტომ რომ ვეძახე რომ არიან რუსები, მოღალატეები, მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელის შემდეგ მიწა, რა მუხლების განხილვა ხალხო, რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა, მე შვიდი ნოემბრის მონაწილე ვარ, არა 26 მაისის, მე მსგავსი, რაც გუშინ ვნახე, არაფერი მინახავს, როგორ ბედავს საერთოდ ყაველაშვილი, რომ საერთოდ ტონალობა აუწიოს როცა მელაპარაკება, ვუთხარი, რომ ასე მიჩვეული ხარ ეტყობა სახლში და იქ ისაუბრე მეთქი", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის შემდეგ პაპუაშვილმა გააძევა "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სხდომა ძალადობით დაიწყო და მას უკნიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა რაღაც საგანი ესროლა.

მან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების მხარდასაჭერად თქვა, რომ შეუძლია რამდენიმე ადამიანი, რომელიც აქციაზე დასასწრებად ჩამოდის, სახლში დააბინავოს.

"ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ გუშინ, პუტინის მთავარმა იდეოლოგმა, დუგინმა დაწერა, მიესალმა საქართველოს ხელისუფლებას და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის კედლებს ახლა ასკდებიან უცხოელი აგენტები და რა თქმა უნდა, მთავრობამ მათ არაფერი უნდა დაუთმოს. ამის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის მკაფიო პოზიცია, მიიღება ეს კანონი, შეწყდება საქართველოსთან ყოველგვარ ევროპულ მომავალზე საუბარი და დაიწყება უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, ჩემი ინფორმაციით, ამაზე უკვე სერიოზული მსჯელობა მიდის ბრიუსელში, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს", - თქვა სამადაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი