"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" | 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, პირველ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

ვიკრიბებით – დღეს, 5 საათიდან, პარლამენტის უკან - წერენ ორგანიზატორები.

ამ წუთებში პარლამენტი აგრძელებს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. დააკავეს 63 ადამიანი.

შსს ამტკიცებს, რომ აქციამ ძალადორბივი ხასიათი მიიღო. შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დაშავდა 6 პოლიციელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი