"ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს- არ მჭირდება. არ დავმალულვარ, როგორც ეს მშიშარა ბიჭები იმალებიან" | გახარიას მიმართვა პოლიციას

გამოქვეყნდა:

სამაგალითო სადამსჯელო ძალადობის კვალი ღიად მიდის ივანიშვილამდე - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
ყოფილი პრემიერის თქმით, ოლიგარქმა ახალგაზრდების წინააღმდეგ  არალეგიტიმური ძალა გამოიყენა.

გახარია "ოცნების" მაღალჩინოსნებს მშიშარა ბიჭებს უწოდებს და ამბობს, რომ თავად არც 20 ივნისს დამალულა, არც  "ბასიანის" მოვლენებისას მიუტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის იდგა.

"გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა და მისი კვალი ამჯერად ღიად და  პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება. 

ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებულვარ პოლიციელების ზურგს, ან თანამდებობას, ისე როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან, არც "ბასიანის" მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი. 

ამიტომ, მივმართავ პოლიციელებს - თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე. ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან" აღნიშნა გახარიამ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი