
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად ზუგდიდში გამართულ აქციაზე დაკავებული მაია კალანდია.
"ახალის" ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, გამორჩეულო ქართველი პატრიოტი და ჩემი მეგობარი მაია კალანდია დააპატიმრეს გუშინ ზუგდიდში ანტირუსულ აქციაზე!
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მაია კალანდია და შეწყდეს მისი დევნა!" - წერს ნიკა გვარამია.
ზუგდიდში გუშინ აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო. ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარის გარდა დააკავეს "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხემძღვანელი, მარიამ სიჭინავა.