
ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და მომხდარს "ხარებასა" [გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი] და ვაჟა სირაძის შურისძიებას უწოდებს:
"ხარებას და სირაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან.
თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.