"ქართული ოცნების" შემომწირველები მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს მოგებას განაგრძობენ.
"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ კომპანია "ბორანის" სამმა მფლობელმა მმართველ პარტიას 2017 წელს 42 ათასი ლარი შესწირა, შემდეგ კი, კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო.
საერთო ჯამში, კომპანიას ტენდერებით 25 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, 6 მილიონი კი კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები მარტივად იგებენ ტენდერებს. რამდენიმე მეთოდია, როგორ შეიძლება მოაგებინო ტენდერი შენთვის სასურველ კომპანიას: როდესაც არგებ მას პირობებს ან როდესაც ძალიან სწრაფად ხდება სასურველი კომპანიის მიერ ფასების დაგდება, - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი ნოდარ ჩაჩნიძე.