ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ.
ევროკავშირის ოფისში მიწვეული იყო ქართული ოცნებაც, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ მივიდნენ.
ხერტ იან კოოპმანი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან გამართა, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ის კობახიძეს შეხვდა.