აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას აპირებენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობას აანონსებენ. ამის შესახებ აქციაზე შეკრებილებს რატი ამაღლობელმა მიმართა. თქვა, რომ ახლა ორ ნაწილად გაიყოფიან - ერთი ნაწილი პირველ სკოლასთან, მეორე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბება რის შემდეგაც მსვლელობას დაიწყებენ.

"ესეც მნიშვნელოვანია, ეს არის ორი კერა, ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა. ამ კარეასთან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი", - ამბობს ამაღლობელი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი