დღეს პარლამენტთან პატარძლები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 11 სექტემბერს პარლამენტთან პატარძლები საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათ პროტესტს შეუერთდებიან მენეჯერები და გასართობი ცენტრის წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებსა და რეგულაციებს გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საგანგებოდ მიმართავენ პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ, იმისათვის რომ მათ ბაზარზე ოპერირება შეძლონ.

ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის წინ, ივენთკომპანიები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, პატარძლები და საკმაოდ მასშტაბური აქცია გვაქვს გეგმაში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოვიდეს ერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერთან დაკავშირებით გაგვესაუბრება და გაგვაცნობს გეგმას, რა შეიძლება გავაკეთოთ 1 ნომბრამდე, - თქვა ანიმატომა დავით გაფრინდაშვილმა.

კომპანია "ლაიქის" დამფუძნებელი, გიორგი მთიულიშვილი ამბობს, რომ 6 თვეა ელოდებიან ვინმე დაელაპარაკონ, რადგან ნორმალური ლაპარაკი არ ღირს, იქნებ ხელისუფლების წარმომადგენლები ყვირილით მაინც შეაწუხონ.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან გაუქმდა ყველა სოციალური ღონისძიება - ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და ყველა მსგავსი წვეულება, რესტორნებსა და ივენთ კომპანიებს ღონისძიებების ჩატარება ამ დროისთვის 1 ნოემბრამდე აეკრძალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი