თელ-ავივში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ ოცნებას", "არა რუსულ კანონს", "საქართველოს მომავალი ევროპაშია", "ძირს რუსი ივანიშვილის რეჟიმი", - ამ ტრანსფარანტებითა და შეძახილებით თელ-ავივში, საქართველოს საკონსულოსთან, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გაიწვიონ რუსული კანონპროექტი და დაისაჯოს ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენელი, ვინც მშვიდობიან ახალგაზრდებს ხელკეტებით, გაზით, წიწაკის სპრეით და წყლის ჭავლით სასტიკად გაუსწორდა.

"არა რუსეთს, არა დიქტატურასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამას ხელს ვერც ბიძინა ივანიშვილი შეუშლის და ვერც რუსული კანონი. ვითხოვთ უმოკლეს დროში მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა. რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ხელისუფლებას, წარსულ დროში საქართველოს ვერ დააბრუნებს. წლებია მათი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და უუნარობის შედეგად ემიგრაციაში ვართ უკეთესი მომავლის იმედით, თუმცა როგორც ჩანს მეოცნებეებს ეს არ ადარდებთ და მათი ოცნებაა კიდევ დიდხანს ვიყოთ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი