შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომელიც კრემლისას ემსგავსება | ევროპელი კონსერვატორების ჯგუფი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომლითაც ქვეყანა კრემლს ემსგავსება - ამის შესახებ განცხადებას ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი  (ECR), საქართველოსთან დაკავშირებით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრემლის მსგავსად საქართველოს მთავრობა ხალხის მიმართ ძალასა და რეპრესიებს იყენებს. 

"ECR ჯგუფი მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობას.

ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებთან და მიმართულებასთან დაკავშირებით რომლითაც ქვეყანა მიდის, და რომელიც, როგორც ჩანს კრემლს ემსგავსება, ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ," - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი