
პოლიტიკური პარტიებიდან, სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური განცხადებებით "პატრიოტთა ალიანსი" გამოირჩევა. მონიტორინგის შედეგებს "მედიის განვითარების ფონდი" (MDF) აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, ჰომოფობიური განცხადებებით ასევე გამოირჩევა "ქართული დასი" და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის".
სიაში მოხვდა "ქართული ოცნებაც", რომლიც წევრებმაც მონიტორინგის პერიოდში 28 დისკრიმინაციული განცხადება გააკეთეს.
2018 წლისგან განსხვავებით, 2019 წელს საგრძნობლად იყო გაზრდილი ჰომოფობიური განწყობები. ეს განცხადებები, რიგ შემთხვევებში, უკავშირდებოდა ანტისაოკუპაციო აქციებს, - ამბობს MDF-ის მკვლევარი თინა გოგოლაძე.