რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ | იდენტიფიცირებულია სამი თავდამსხმელი

გამოქვეყნდა:

გუშინ, გმირთა მოედანზე და მის მიმდებარედ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. მედიაში და სოციალურ ქსელებში ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალები გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც, ნაცემია რამდენიმე ადამიანი. მოქალაქეებს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა აქცია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.

იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი - 34 წლის, ჯონდო ურიადმყოფელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კერძო ბარის დაცვის სამსახურში მუშაობს; 

ასევე, იდენტიფიცირებულია გიორგი უბილავა. ის ცირკის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებთან, რამდენიმე პირთან ერთად მანქანით მივიდა. ჩვენი ინფორმაციით, უბილავა წლების წინ "კორცხელის ინციდენტშიც" იღებდა მონაწილეობას. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელები აქციის მონაწილეებს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ადამიანს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ურტყამდნენ ძირს დაგდებულ ადამიანს, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

იდენტიფიცირებულია დავით ჯავახია, 26 წლის, რომელიც კიკბოქსინგის მწვრთნელია.

უცნობია დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება და თუ დაიწყო, რა მუხლით. "მთავარი არხი" ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი