"თქვენ ვეღარ იქნებით ხელისუფლებაში, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეთ ხალხში, მოღალატე კანონებს აწერთ ხელს" - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ "ოცნების" დეპუტატ ბეჟან წაქაძეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტები წაქაძეს, 9 აპრილის სკვერში კომენტარს ართმევდნენ.
დეპუტატებს შორის ინტერვიუს დროს სიტყვიერი დაპირისპირება იყო:
"- ეს არის თქვენი დემოკრატია? მე ჩემი აზრისთვის შენ მსჯი?
- მე არ გსჯით, ხახლი დაგსჯით, როდესაც არც ერთ მანდატს არ მოგცემთ
- ხოდა ნუ მომცემ, გადი არჩევნებზე და ვნახოთ
- რა შუაშია არჩევნები, მანამდე არუსებთ ქვეყანას
- შეცვალეთ ეს კანონი ნოემბერში
- არ შევცვლით, არ მიგაღებინებთ ამ კანონს;
- ხოდა ნუ მიგვაღებინებთ, გააგრძელეთ, თქვენ თქვენი პოზიცია გაქვთ. [ხალს აქვს, ხალხს, ვერ დაინახეთ ხალხი გუშინ?] რომელ ხალხს, თქვენ ვერ დაინახეთ ჩვენი მომხრეები? რა ძალით [ჩამოყვანილი]
"მთავარის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომ გუშინ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს რამდენიმე პირი თავს დაესხა, წაქაძე პასუხობს, რომ არ იცის ეს თემა და არ უნახავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს აქციის მონაწილეების "ხელმძღვანელების" მიერ იქნებოდა გაკეთებული.
"არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, როგორც ვიცი პოლიცია არ მისულა, იმიტომ, რომ პოლიციის დანახვაზე ეს ადამიანები გიჟდებიან და უფრო აგრესიულები ხდებიან, [პოლიცია არა, ესენი იყვნენ ნიღბიანი ადამიანები] მე რა ვიცი ახლა, ნიღბიანი, შეიძლება თვითო გადააცვეს, დარწმუნებული ვარ მაგათი გაკეთებულია რა, თვითონ, რა თქმა უნდა, მაგენი ცდილობენ რას, აქციის მონაწილეების ხელმძღვანელობა ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბოს. [...] თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა", - ამბობს წაქაძე.