ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან "საბრძოლველად," მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან "საბრძოლველად" ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების მიხედვით, ეს თანხა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა.

"საინფორმაციო ცენტრმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

ცნობისთვის, "ოცნების" ლიდერები თავად აჟღერებენ ანტიდასავლურ გზავნილებს, აკრიტიკებენ და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ ქვეყნის პარტნიორებს - ევროკავშირსა და ამერიკას. 

მაგალითად, დღეს პრემიერმინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს კრიტიკას კრიტიკით უპასუხა და აშშ დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი