"ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავშეკავება გამოიჩინოს".
წერს ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, ნუს განი და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.