პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 

მანამდე, აქციის მონაწილეები 18:30-ზე თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფთან" მივლენ, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იმართება.

"გავაგონოთ ხმა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს! შევიკრიბოთ სასტუმრო პარაგრაფის წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას!" - წერია აქტივისტების განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი