სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფთან" იკრიბებიან, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იწყება. კონფერენციაზე დამსწრე პირები შენობაში შესვლამდე სწორედ აქტივისტების ბანერებს კითხულობენ, რომლითაც ახალგაზრდები მათ მიმართავენ, მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი.
"მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოში", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.