არა რუსულ კანონს! - ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ კანონს, რომელსაც საზოგადოებამ უკვე უწოდა რუსული და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მეორე მოსმენით მიიღო. მონაწილეები უარს ეუბნებიან რუსული ინტერესების გამომხატველ მთავრობას. მათი თქმით, ისინი ამ კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებენ.