"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" | ქუთაისში აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიდიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიდიან. მათ ხელში უჭრავთ ბანერი წარწერით "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" 

მანამდე, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ კანონს, რომელსაც საზოგადოებამ უკვე უწოდა რუსული და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მეორე მოსმენით მიიღო. მონაწილეები უარს ეუბნებიან რუსული ინტერესების გამომხატველ მთავრობას. მათი თქმით, ისინი ამ კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებენ.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი