პროტესტის მასშტაბების ზრდასთან ერთად "ქართული ოცნება" მართულ დაჯგუფებებს ააქტიურებს. ხელისუფლება რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს ისევ მოძალადეებით უპირისპირდება.
იდენტიფიცირებულია ჯგუფის რამდენიმე წევრი, ვინც გმირთა მოედანზე დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც არაერთ ჯგუფურად ჩადენილ სასტიკ ანგარიშსწორებაში არიან მხილებული. თავდასხმა გმირთა მოედანზე იმ დროს მოხდა, რომდესაც აქცია ფაქტობრივად დასრულებული იყო და დემონსტრანტები სახლში ბრუნდებოდნენ.