"გაზპრომმა" 2023 წელს 6.9 მილიარდი დოლარის წლიური დანაკარგი განიცადა

გამოქვეყნდა:

რუსულმა "გაზპრომმა" 2023 წელს 629 მილიარდი რუბლის (6.9 მილიარდი დოლარის) სუფთა წლიური დანაკარგი განიცადა, რაც მისი პირველი წლიური ზარალი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში - Reuters-ის მიხედვით, ეს იყო "გაზპრომის" პირველი წლიური ზარალი 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ. 

როგორც CNN წერს, ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ხაზს უსვამს გიგანტი კომპანიის გაყიდვების დრამატულ ვარდნას. გაყიდვების კლება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროპასთან შემცირებულ ვაჭრობას უკავშირდება. Reuters-ის გათვლებით, ევროპაში "გაზპრომის" ბუნებრივი აირის მიწოდება 55.6%-ით შემცირდა. ამას გარდა, კომპანია დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სამიზნეც გახდა.

რუსული "ინტერფაქსი" კი წერდა, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, 2023 წელს კომპანიის სუფთა მოგება $4.9 მილიარდი იქნებოდა. 2022 წელს "გაზპრომის" მოგება $13.1 მილიარდი იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი