სახალხო პროტესტის აღდგომის კვირა | მოქალაქეებზე ძალადობის ახალი ფორმები "ოცნებისგან"

გამოქვეყნდა:

აღდგომის ღამემდე იყო ვნების კვირა, რომლის განმავლობაშიც, ხელისუფლების მიერ ჩადენილმა და წახალისებულმა ძალადობამ ნამდვილად გადააჭარბა თავად ამ რეჟიმის მიერვე დაწესებულ ანტისტანდარტს. აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დიდი ხანია ხელისუფლებამ რუტინად აქცია, რომლისაც ამ ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებს ნამდვილად არ ეშინიათ. ამჯერად სიახლე აღმოჩნდა ის, რომ დემონსტრაციაზე გამოსულ ადამიანებს ერთ ეპიზოდში სახელისუფლებო ზონდერჯგუფები დაუპირისპირეს, ოღონდ სრულიად ლაჩრული ფორმებით. მაგრამ ყველაზე მძიმე სანახავი მაინც ქალებზე მოძალადე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც აქციაზე გამოსულ ადამიანებს გამეტებით ურტყამდნენ და აგინებდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი