
ოკუპირებულ გალის რაიონში 28 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 22 ენგურჰესის თანამშრომელია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით ინფიცირებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები არიან ამჟამად ისინი სოფელ საბირიოში იმყოფებიან.
ენგურჰესის 22 თანამშრომლის გარდა, დარჩენილი ინფირიცებულები მათთან კონტაქტებს წარმოადგენენ. კორონავირუსზე 10 სექტემბერს 717 პირი გამოიკვლიეს, აქედან 82 ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები.
ინიფიცირებულებს არანაირი შემხებლობა და კონტაქტი დანარჩენ საქართველოსთან არ ჰქონიათ. ისინი იმყოფებოდნენ სოფელ საბერიოს ქვესადგურში. მათი გადმოყვანა მოხდება დღეს 3 საათიდან 4-საათამდე და გადანაწილდებიან სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში, - თქვა მალხაზ თორიამ.
ენგურჰესის თანამშრომლების პირველი ინფიცირების შემთხვევა გუშინ, 10 სექტემბერს დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგულის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.