"არა რუსულ კანონს, კი ევროპას!" - "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება და მეორე მოსმენით მიღება ესპანეთში მცხოვრებმა ქართველებმა გააპროტესტეს. აქცია 5 მაისს, ქალაქ კორდობაში გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მყოფი სტუდენტები და ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ. მათ თბილისში მიმდინარე პროცესებში მონაწილე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და თქვეს, რომ კანონი საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებს. აქციის მონაწილეები "ოცნებას" კანონპროექტის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას ითხოვენ.
ცნობისთვის, აქციას უკრაინელი სტუდენტები და ადგილობრივი ესპანელებიც შეუერთდნენ.