შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა 5 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. იქ მცხოვრები ქართველები, უკრაინელებთან ერთად, სტოკჰოლმში შეიკრიბნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი მეორე მოსმენით, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიიღო. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 23 წავიდა. მისი განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი