სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, შეხვდება.

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა გახსნას "ახალი ხედები" საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ის იმედოვნებს, რომ ევროპაში სტაბილურობა მალე დაბრუნდება.

ცნობისთვის, 2019 წლის შემდეგ ეს ჩინეთის ლიდერის პიველი ვიზიტია ევროპაში. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გამგზავრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი