უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი, დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს გუშინ დაიღუპა. მისი ცხედრის გამოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

გუგუტიშვილი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა და ქვედანაყოფ "შავი არწივის" მებრძოლი იყო. 

ცნობისთვის, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკვე 63 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი