დუმამ "უცხოეთის აგენტებს" არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც "უცხოეთის გავლენის აგენტებს" არჩევნებში კენჭისყრა ეკრძალებათ. შეზღუდვა ვრცელდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე.

კანონის მიხედვით "კანდიდატს საბუთების წარდგენის მომენტში შეწყვეტილი უნდა ჰქონდეს უცხოეთის აგენტის სტატუსი", ხოლო, თუ კანონის ამოქმედების მომენტში დეპუტატს უკვე აქვს "უცხოეთს აგენტის" სტატუსი, მას მანდატი შეუჩერდება.

ცნობისთვის, რუსეთში მოქმედებს "უცხო ქვეყნის აგენტების" რეესტრი, სადაც ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი. მათი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს, ნაწილი კი საზღვარგარეთაა წასული. მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადოს ის, "ვინც უცხოური გავლენის ქვეშაა". 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი