როგორ ძალადობს პოლიცია - ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე სპეცდანიშნულების რაზმები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ჩვენ ერთად შევაგროვეთ მხოლოდ ნაწილი იმ ვიდეოკადრებისა, რომლებიც რუსული კანონის დასაცავად ჩადენილ ძალადობას ასახავს. არსებობს სტატისტიკური და სამედიცინო მონაცემებიც. ასამდე დაკავებული რომელთაგან სრულ უმრავლესობას ძალადობის კვალი აღენიშნება. სისასტიკე იმდენად მასშტაბური იყო, რომ საგამოძიებო სამსახური იძულებული გახდა აღეძრა საქმეები და დაეწყო გამოძიება. მათ შორის მოკვლევა მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილის და ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტებზე.