„ჰამასის“ ლიდერების თქმით, სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ

გამოქვეყნდა:

„ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, რომ კატარისა და ეგვიპტის სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ.
ზავის პირობების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის და ისიც, რა ბედი ელოდებათ მძევლებს.

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. ამასთან, ღაზის სექტორში მოქალაქეები „ჰამასის“ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.

თუმცა, ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი და ისრაელი მას სერიოზულად არ განიხილავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი