მძევლად აყვანა და ლიკვიდაცია | SBU-მ კიევში ФСБ-ს აგენტების ქსელი გამოავლინა, რომლებიც ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობებს გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, კიევში გამოავლინეს ФСБ-ს აგენტების ქსელი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკვლელობებს ამზადებდნენ.  დაკავებულია უკრაინის სამთავრობო დაცვის ქვედანაყოფის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა.

"ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაციას. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე უნდა განხორციელებულიყო“, - იუწყება SBU.

მათი ცნობით, ბუდანოვის მკვლელობის გეგმა ასეთი იყო:

„აგენტი დასაცავი პირის გადაადგილებას დააკვირდებოდა  და მტერს ინფორმაციას გადასცემდა. დაგეგმილი იყო სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც  ბუდანოვი იქნებოდა. შემდეგ კი განხორციელდებოდა დრონით თავდასხმა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი