არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ! | თელავში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ! - თელავში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, ერეკლე მეფეს ძეგლთან მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან კახეთის სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, თელავში, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდა და აუცილებელია, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს. მოქალაქეები ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევას მოუწოდებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი