კი ევროპას! არა რუსულ კანონს! | აქცია და საპროტესტო მსვლელობა თელავის ქუჩებში

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პროტესტში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან რეგიონები. მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! დღეს ქუჩაში გამოვიდნენ თელავში მცხოვრები მოქალაქეები. ერეკლე მეორის ძეგლთან საპროტესტო აქციაზე ახალგარზდები კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო რუსული კანონის უკან გაწვევა და საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. აქციის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი