ქართულ-ამერკულ ურთიერთობებს ჩამონგრევა ემუქრება - სწორედ ასე ხედავენ დასავლელი ექსპერტები რუსული კანონის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას. პოლიტიკოსების გარდა საქართველოს კრემლის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხის შესახებ ხმამაღლა საუბრობს დასავლური მედიაც. რუსული კანონი უმნიშვნელოვანესი თემაა მსოფლიო გავლენიან მედიაში. ქართველი დიპლომატები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს იცავდნენ საზღვარგარეთ, დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებაში საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ხედავენ და მოქმედ კოლეგებს მოუწოდებენ სწორი არჩევანი გააკეთონ.