საქართველოს 6 დიდ ქალაქში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა დღევანდელი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გაახმაურა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ბათუმის მსგავსად, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლა გადაიდება საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში, როგორიც არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, მთავრობა, ეპიდემიოლოგებთან ერთად, 2 კვირის განმავლობაში დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესის დაწყება 15 სექტემბერს იგეგმებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი