საქართველო საპროტესტო ტალღამ სრულად მოიცვა. რუსული კანონის წინააღმდეგ დემონასტრაციები ყოველდღიურად და ყველაგან იმართება. არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ - რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
უწყვეტი წინააღმდეგობა აღდგომის დღსასწაულის შემდეგ დღითიდღე უფრო მასშტაბური გახდება. პროცესში სულ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან რეგიონები. გრანდიოზული აქცია 11 მაისს ევროპის დღეს იგეგმება. მანამდე კი ახალგაზრდები თვითდინებით კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან.