ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინსა და დრეზდენში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინსა და დრეზდენში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. გერმანიის დედაქალაქში ისინი ევროკავშირის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის უკან გაწვევაა. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას და დაასანქცირონ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები და ბიძინა ივანიშვილი.

აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის სასახლესთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და სკანდირებდნენ: "არა რუსულ კანონს!"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი