არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ, საქართველოს ადგილი ევროპაშია - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებმა სხვადასხვა რეგიონები მოიცვა. ქუთაისსა და ფოთში დღეს მოსახლეობა ქუჩაში ერთადერთი მოთხოვნით გამოვიდა - "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში აქცია-მსვლელობა გამართეს, რითაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს - უკან არავინ დაიხევს და ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გააგრძელებენ. ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობა ამ დრომდე გრძელდება.