არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს | ბოჭორიშვილი

გამოქვეყნდა:

"მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ, ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება და იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არ ცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი". 

ამბობს "ოცნების" დეპუტატი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე. იხილეთ მილერის განცხადება:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი