დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს - ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა - საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი. 

"ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის",- თქვა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი