ვქმნით მონაცემთა ბაზას, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც შანტაჟში, ძალადობაში არიან ჩართულები, ამგვარ ქმედებას იწონებენ | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას მონაცმთა ბაზა, სადაც მოხვდება ყველა პირი, რომელიც მათი აზრით ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულები. ამ ბაზაში მოახვედრებენ იმ პირებსაც, რომლებიც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

პაპუაშვილმა ისაუბრა სპორტსმენებსა და ხელოვანებზე "ზეწოლაზე", მაგრამ მას არ უხსენებია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობაზე, არც გუშინ აქტივისტებთან უხო ნომრიდან განხორციელებულ ზარებზე, პირად შეურაცხყოფასა და მუქარაზე. 

"ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული ინება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის აზრით, როდესაც საზოგადოებას ექნება ამაზე რეაქცია და "მორალური შეფასება" ამ საკითხების, ეს ადამიანები "მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს".

ის ამ "კამპანიის" წამოწყებაშიც "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

"მნიშვნელოვანი არის მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს წამოწყებული, ზიზღის კამპანია, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის, როგორც ცალკეულ ადამიანებზე ისე მათი ოჯახის წევრებზე, ასე რომ ჩვენ გვახსოვს მაგალითად, ახლახან აქტივისტები, ერთი რომ სპორტსმენებზე და ხელოვანებზე მიდიოდა ზეწოლა და მათი ოჯახის წევრებზე და ესეც საჯარო გახდა, რომ მიდიოდა ზეწოლა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაკეთებინათ, ქვეყნდებოდა პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანების, იმიტომ, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო", - თქვა პაპუაშვილმა

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი