აღდგომა დღეს, ჩემ სახლში, სადაც ჩემი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ, მოგვიგზავნეს ზონდერები და ტიტუშკები | ეძგვერაძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ კვირა დღეს, სახლში, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ, მიუგზავნეს "ტიტუშკები და ზონდერები". მისი თქმით, თავდამსხმელები ცდილობდნენ მათ დაშინებას. 

ეძგვერაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დაადგინონ ვინ არიან აღნიშნული პირები და დროულად ჰქონდეთ რეაგირება.

"რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირას, ხაზს ვუსვამ აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი შვილები 11 და 13 წლის, მიუგზავნეს ვიღაც ტიტუშკები, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით  შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე, წარმოუდგენელია, რომ ეს ქართველმა ერმა მოითმინოს, ქართველმა კაცმა მოიფიქროს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, იმისთვის, რომ გამოიწვიონ ხალში დაპირისპირება და მოხდეს რაღაც საოცარი რამ და მივმართავ მათ, შეჩერდნენ, გონს მოეგონ დაადგინონ ვინ არიან ეს პიროვნებები და აგებინონ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, დაშინების მცდელობა, ქართველი ერის დაშინების მცდელობა მაგრამ,  მე პირადად ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს და შეგასკდებით ბოლომდე, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი ამბავია და მოვითხოვ, რომ აუცილებლად დადგინდნენ ვინ არიან ეს პირები,, ვერ შემაშინებთ, არ შევშინდები, ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდება რუსეთი", - ამბობს ირაკლი ეძგვერაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი