"არასაიმედოები" | "მთავარის" წყაროს ცნობით, იმ ადამიანების ტელეფონების ნომრები, ვისთანაც რეკავენ და აგინებენ, სუს-ის ბაზაშია

გამოქვეყნდა:

"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, იმ ადამიანების ტელეფონების ნომრები, ვისთანაც რეკავენ და აგინებენ, სუს-ის ბაზაშია, რომელსაც თავისი სახელიც აქვს - "არასაიმედოები". არსებული ინფორმაციით, მასში იმ პირების პირადი მონაცემებია, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. სავარაუდოდ სწორედ ეს ბაზაა გადაცემული ხელისუფლების მოლაპარაკე ტროლებისთვის და მათ დავალება აქვთ მიღებული - დაურეკონ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებს, დაემუქრონ, დააშინონ და აგინონ ისინი.

ცნობისთვის, პირადი მონაცემების გასაჯაროება, დანაშაულია. 

იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი