"ბრიუსელში, საქართველოს შესახებ ელჩების დონეზე დებატები შედგა. 26-მა წევრმა ქვეყანამ თავისი შეშფოთება გამოხატა. უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევროკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე თუ რამდენად შეესაბამება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს"
- ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.